თურქეთში ავარიისას ათი ადამიანი დაიღუპა

10:58, 26.06.2019

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ინციდენტი ედირნეს პროვინციაში მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, მიკროავტობუსში, რომელიც ავარიაში მოჰყვა, არალეგალი მიგრანტები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა ვინაობა და წარმომავლობა ჯერ უცნობია. ინციდენტი საბერძნეთის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი შენობის კედელს შეეჯახა.

მსგავსი