თურქეთში ავარიას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი
თურქეთის სამხრეთ ნაწილში ავტოავარიის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Sabah ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს.
როგორც სააგენტო წერს, მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები.