თურქეთში ახალი წლიდან ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასური იზრდება
თურქეთში ახალი წლიდან ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასური იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელმა ორგანომ და გაზის სახელმწიფო კომპანია „ბოტასმა“ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელეს.
კერძოდ, 2022 წლიდან თურქეთის მოქალაქეებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 25%-ით, ხოლო ელექტროენერგიის 50%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბიზნესს, მათთვის ბუნებრივი აირის ფასი 50%-ით, ხოლო დენის გადასახადი – 125%-ით გაიზარდა.
როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, ეს გადაწყვეტილება ენერგორესურსებზე ფასების გლობალურ მატებას უკავშირდება.
როგორც ვარაუდობენ, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაძვირება ასევე გამოიწვევს საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასის მატებას.
ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაძვირებას თურქეთში წინ უძღოდა ინფლაცია, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოჰყვა.
თურქული ლირა 2021 წლის განმავლობაში 45%-ით გაუფასურდა.