თურქეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა
თურქეთის პროვინცია დიარბაქირში აფეთქების შედეგად სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.
გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ტყეში მომუშავე პირები არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება „ქურთების მუშათა პარტიას“ აკისრებს.