თურქეთში აცხადებენ, რომ დააკავეს 32 პირი, რომლებიც სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ
თურქეთში აცხადებენ, რომ დააკავეს 32 პირი, რომლებიც სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ

თურქეთში აცხადებენ, რომ დააკავეს 32 პირი, რომლებიც სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულთაგან სამი ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში.

გამოძიების მიხედვით, ისინი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას აპირებდნენ სინაგოგებზე, ეკლესიებზე, ასევე თურქეთში ერაყის საელჩოზეც. სადაზვერვო სამსახურმა და პოლიციამ ერთობლივი სპეცოპერაცია თურქეთის ცხრა პროვინციაში ჩაატარეს. ჩხრეკის დროს ამოღებულია ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები.