თურქეთში 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა აუკრძალეს
თურქეთში 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა აუკრძალეს

თურქეთში 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ქუჩებში გასვლა აუკრძალეს.

განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. შეზღუდვა ასევე შეეხება იმ მოქალაქეებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

აკრძალვა ძალაში დღეს ღამის 12:00 საათიდან შედის ძალაში.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია, 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ქუჩებში, პარკებსა და სხვა ღია სივრცეებში სეირნობა აკრძალული იქნება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 21 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 670-ია. გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.