თურქეთში 65 საზღვაო ქვეითს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
თურქეთში 65 საზღვაო ქვეითს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თურქეთის სასამართლომ 65 საზღვაო ქვეითს, 2016 წელს განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.  ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მსჯავრდებულთა შორის ორი ადმირალია.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს განხორციელდა. არშემდგარი ამბოხის დროს დაიღუპა 250 ადამიანი. ანკარა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.

2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ,  თურქეთში 50 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, 150 ათასზე მეტი საჯარო მოხელე კი, სამსახურიდან დაითხოვეს.