თურქეთში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, 5.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 18:08 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.