თურქეთში 18 წლის ბიჭმა ხუთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა
თურქეთში 18 წლის ბიჭმა, რომელსაც კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის ფორმა ეცვა, დანითა და ნაჯახით ხუთი ადამიანი დაჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ ესქიშეჰირში მოხდა.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა მამაკაცს კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის ფორმა ეცვა, ეკეთა სათვალე, ნიღაბი, ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი, გულზე დამაგრებული ჰქონდა ნაცისტური ემბლემა. თავდასხმის დროს მამაკაცს ჩაფხუტზე დამაგრებული ჰქონდა კამერა და ფაქტს სოციალურ ქსელ „იქს“-ში პირდაპირ ეთერში გადაცემდა.
მიმდინარეობს გამოძიება.