თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი, სერდარ კილიჩი დანიშნა
თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი, სერდარ კილიჩი დანიშნა

თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი, სერდარ კილიჩი დანიშნა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საჭიროა ნდობის აღდგენის ღონისძიებების გატარება, რადგან თურქეთს რეგიონში სურს, დაინახოს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და ერთობლივი პროექტები.

„ჩვენ ყველა საკითხზე კონსულტაციებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან და ვდგამთ ასეთ ნაბიჯებს. არავის უნდა გაუჩნდეს კითხვა, ვიმოქმედებთ თუ არა აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ვართ ერთი ერი, ორი სახელმწიფო. ეს არის პოზიტიური რამ, რაც ყველას გამოგვადგება“, – თქვა ჩავუშოღლუმ.