თურქეთმა, შესაძლოა, ქურთების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს
თურქეთმა, შესაძლოა, ქურთების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, თუ ქურთული ჯგუფები ადგილობრივი არჩევნების გეგმებს განახორციელებენ.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტერორისტული ორგანიზაციის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არჩევნების საბაბით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში რამდენიმე სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს.
„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ადრე გვჭირდებოდა. ჩვენ უყოყმანოდ ვიმოქმედებთ, თუ იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. სადაც საქმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ჩვენ არავის ვუსმენთ და არ ვემორჩილებით არანაირ საფრთხეს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, სირიის ჩრდილოეთში მოქმედ ქურთულ დაჯგუფებას, „სახალხო თავდაცვის შენაერთს“ თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. 1984 წლიდან თურქეთსა და ქურთების ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.