თურქეთმა შესაძლოა, ინჯირლიკის ავიაბაზა დახუროს
თურქეთმა შესაძლოა,  ინჯირლიკის ავიაბაზა დახუროს

თურქეთმა აშშ-ისთვის შესაძლოა, ინჯირლიკის ავიაბაზა დახუროს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აშშ-მა ნაბიჯები უნდა გადადგას მანბიჯის საკითხზე, გიულენის გადმოცემაზე. არის სხვა პრობლემებიც. როდესაც საქმე ამ საკითხებს ეხება, ჩვენი ხალხი ამბობს: „დახურეთ ინჯირლიკის ბაზა“. ვაშინგტონმა არ უნდა დაკარგოს ისეთი მოკავშირე, როგორიც ჩვენ ვართ“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისას, ჩავუშოღლუ შეეხო სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვის თემასაც და აღნიშნა, რომ თუ ანკარა ვაშინგტონისგან მეხუთე თაობის F-35 სამხედრო თვითმფრინავებს ვერ მიიღებს, ალტერნატივად რუსულ Su-57-ის ტიპის ავიაგამანaდგურებლებს განიხილავს.

თურქეთსა და აშშ-ის შორის უთანხმოებას ვაშინგტონის მიერ ქურთების შეიარაღება იწვევს. ქურთულ ჯგუფებს ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებებად განიხილავს.