თურქეთმა მოლდოვაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
თურქეთმა მოლდოვაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ თურქეთის ნავთობსადენის კორპორაციაში განაცხადეს.
მათივე ცნობით, თურქეთი დათანხმდა ბუნებრივი აირის გაგზავნას მოლდოვაში პირველი ოქტომბრიდან.
BOTAS-სა და მოლდოვის East Gas Energy Trading-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოლდოვაში ყოველდღიურად 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს მოიცავს.
„BOTAS-ი აგრძელებს ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების მხარდაჭერას საექსპორტო ხელშეკრულებებით, რომლებიც მან ერთმანეთის მიყოლებით დადო“, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
თურქეთმა წინა თვეების განმავლობაში გაზის გაგზავნის შესახებ შეთანხმებები დადო მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საბერძნეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და რუმინეთთან.
„BOTAS-ი აგრძელებს ახალი საექსპორტო ხელშეკრულებების დადებას ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, მოწინავე გადაცემის სისტემის, გეოგრაფიული მდებარეობისა და ამ ძლიერი ინფრასტრუქტურის უპირატესობების გამოყენებით“, – აცხადებენ კომპანიაში.