თურქეთმა „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის გამო, სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა გააუქმა
თურქეთმა „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის გამო, ზოგიერთი სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. მათ შორისაა მართვითი სუნთქვის აპარატები და საინტუბაციო მილები, ასევე ინტენსიური თერაპიის განყოფილებისთვის განკუთვნილ მონიტორები. შეზღუდვები ასევე მოიხსნა სადეზინფექციო საშუალებებზე.
ამასთან, ამ ეტაპზე ძალაში რჩება პერსონალის დამცავი ხალათებისა და სხვა მსგავსი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვა.