თურქეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთის ორ ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა გამოაცხადა
თურქეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთის ორ ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა გამოაცხადა

თურქეთმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში საუდის არაბეთის ორ ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ძებნა საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსის ყოფილ მოადგილესა და ტახტის მემკვიდრე პრინცის ყოფილ მრჩეველზე, საუდ ალ-კაჰთანიზე სასამართლომ სტამბოლის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გასცა.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. ანკარაში მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტის მოკვლის განკარგულება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა.