თურქეთმა ირანთან საზღვარი დაკეტა
თურქეთმა ირანთან საზღვარი დაკეტა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა. ირანისთვის შეზღუდვები მოქმედებს ერაყთან მდებარე საერთო საზღვართანაც. ერაყის ხელისუფლებამ ირანიდან მიმავალ პირებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა გაუხანგრძლივა. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ერაყის მოქალაქეები.

პრევენციულ ზომებს მიმართავს ირანიც, სადაც ვირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის 14 პროვინციაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი რვას, ინფიცირებულთა კი – 43-ს შეადგენს.