თურქეთმა იდლიბში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო
თურქეთის არმიამ იდლიბში ბაშარ ასადის რეჟიმის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას მიკრობლოგ „ტვიტერზე“ „ბილდის“ ჟურნალისტი იულიან რეპკე ავრცელებს.
„თურქეთის არმია ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს იწყებს. ტანკები ნაირაბისკენ გადაადგილდებიან. სპეცრაზმი კი, ფრონტის ხაზისკენ მიემართება“, – წერს ჟურნალისტი.
ოპერაციის დაწყების შესახებ წერს „სიენენ თურქიც“. მედიის ინფორმაციით, თურქეთის არმია სირიის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს.