თურქეთმა ეროვნული წარმოების მე-5 თაობის ავიაგამანადგურებელი „ყაენი“ წარადგინა
თურქეთმა ეროვნული წარმოების მე-5 თაობის ავიაგამანადგურებელი „ყაენი“ წარადგინა

თურქეთმა ეროვნული წარმოების მე-5 თაობის ავიაგამანადგურებელი წარადგინა, რომელსაც „ყაენი“ დაარქვეს.

თურქეთის საჰაერო კოსმოსური მრეწველობის ღონისძიებაზე, სახელწოდებით „მომავლის საუკუნე“, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ახლა ყველგანაა – ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში და კოსმოსში. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო თვითმფრინავს სახელი თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერმა, დევლეთ ბაჰჩელიმ დაარქვა.

თურქული მედიის განმარტებით, „ყაენი“ არის ისტორიული ტიტული, რომელსაც იყენებდნენ თურქული და მონღოლური სახელმწიფოების მმართველები. „ყაენი“ სატესტო პროცესს რამდენიმე წელიწადში დაასრულებს და თურქეთის არმიის შეიარაღებაში შევა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მე-5 თაობის ავიაგამანდგურებლის შექმნა მიზნად ისახავს თურქეთის არმიის მოძველებული „ეფ 16“-ის ფლოტის ჩანაცვლებას.