თურქეთი ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება მტკიცე პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკას iPhone-ი აქვს, პარალელურად Samsung-იც არსებობს და თურქეთს ადგილობრივი მარკის Venus Vestel-ის გამოყენებაც შეუძლია.
„თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური თავდასხმა ხორციელდება. ადრე მსგავსი ფაქტები უფრო ფარულად ხდებოდა, ახლა კი ღიად მიმდინარეობს. ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენ ზომებს ვიღებთ, ფინანსთა სამინისტრო და სახაზინო დეპარტამენტი დღე და ღამე მუშაობს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მიმდინარე წელს თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 40%-ზე მეტით გაუფასურდა. აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობის მიზეზი ამერიკელი პასტორის დაკავება, თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგება და ანკარას გეგმა გახდა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სისტემის შეძენა სურს.