თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ
მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
ჩავუშოღლუს თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. ამ თემაზე სასაუბროდ თურქეთის დელეგაცია მოსკოვში 17 თებერვალს ჩავა.