თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი ჯანდაცვისა და ეკონომიკების სისტემების მხარდაჭერაში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ კორონავირუსის პანდემიის შედეგად არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში“,- ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.