თურქეთის ვიცე-პრემიერი- საბერძნეთმა არ უნდა იფიქროს, რომ თურქეთი მშვიდად უპასუხებს პროვოკაციებს
თურქეთის ვიცე-პრემიერი- საბერძნეთმა არ უნდა იფიქროს, რომ თურქეთი მშვიდად უპასუხებს პროვოკაციებს

თურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში პროვოკაციულ ქმედებაში ადანაშაულებს. თურქეთის ვიცე-პრემიერის, ბექირ ბოზდაგის თქმით, მსგავსი მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, თურქეთი შესაბამის ზომებს მიიღებს.

„კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, საბერძნეთი კი პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. ჩვენი ურთიერთობები შიდა პოლიტიკური გათვლების მსხვერპლი არ უნდა გახდეს. საბერძნეთმა არ უნდა იფიქროს, რომ თურქეთი მშვიდად უპასუხებს პროვოკაციებს“ – განაცხადა ბოზდაგმა.

თურქმა მაღალჩინოსანმა პროვოკაცია უწოდა სადავო კუნძულზე საბერძნეთის დროშის აღმართვას და განაცხადა, რომ თურქეთსაც შეუძლია საპასუხო ნაბიჯების გადადგმა, რისი გაკეთებაც არ სურს.

ორ სახელმწიფოს შორის დავა ორი კლდოვანი კუნძულის ირგვლივ მიმდინარეობს. უთანხმოება 1996 წელს კრიზისში გადავიდა. მაშინ კონფლიქტი  ნატოსა და აშშ-ის ჩარევით განიმუხტა.