თურქეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ მსოფლიო სავალუტო ფონდიდან კრედიტი არ მიუღია
თურქეთის ვიცე-პრემიერის, ჯევდეთ ილმაზის განცხადებით, ქვეყანას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ მსოფლიო სავალუტო ფონდიდან კრედიტი არ მიუღია.
მანამდე საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მსოფლიო სავალუტო ფონდიდან 13 მილიარდი დოლარის ოდენობით კრედიტის მიღების სანაცვლოდ დათანხმდა.
„2013 წელს თურქეთის პრეზიდენტმა ბოლო მოუღო მსოფლიო სავალუტო ფონდთან ურთიერთობებს პარტია „სამართლიანობის და განვითარების“ მმართველობის პერიოდში, რაც წარმოადგენდა რეალურად ძლიერი ნებას და მაშინ ამ მხრივ ყველა ვალი დაიფარა. მას შემდეგ თურქეთი, უკვე 10 წელია, მსოფლიო სავალუტო ფონდის გარეშე მართავს საკუთარ ეკონომიკურ პროცესებს და ეს ხდება ძალიან რთულ დროს. თურქეთის გააგრძელებს ამის კეთებას მომავალშიც“, – განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა.
მანამდე თურქულმა გამოცემამ, Yenicag-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენი დაჰპირდა თურქეთის პრეზიდენტს, რომ ანკარა, შვედეთის ნატო-ში მიღებაზე თანხმობის სანაცვლოდ, მსოფლიო სავალუტო ფონდიდან კრედიტს მიიღებდა.