თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელსაც სუდანიდან თურქი მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მოეხდინა, ცეცხლი გაუხსნეს
თურქულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელსაც სუდანიდან თურქი მოქალაქეების ევაკუაცია უნდა მოეხდინა, ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
სუდანის არმიამ თურქული თვითმფრინავისთვის ცეცხლის გახსნაში სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ დაადანაშაულა. მათივე თქმით, ცეცხლის გახსნამ თვითმფრინავის საწვავის სისტემა დააზიანა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
თურქული თვითმფრინავი დედაქალაქ ხართუმის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტში დაეშვა. სუდანის არმიამ გააფრთხილა „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლები, რომ არ შეუშალონ ხელი სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ევაკუაციაში. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.
შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირების შემდეგ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.