თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - თურქეთის ავიაციამ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციებზე ავიაიერიშის შედეგად 81 სამიზნე გაანადგურა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - თურქეთის ავიაციამ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციებზე ავიაიერიშის შედეგად 81 სამიზნე გაანადგურა

თურქეთის ავიაციამ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციებზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 81 სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„ოპერაციის შედეგად განადგურებულია ტერორისტების 81 ობიექტი, რომლებიც ჩვენ ქვეყანას, ერს და საზღვრებს ემუქრებოდნენ. მათ შორის განადგურებულია სამალავები და გამოქვაბულები“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, სამხედრო საჰაერო ოპერაცია ერაყის ტერიტორიაზე, კერძოდ სინჯარის, ქანდილის და სხვა რაიონებში განხორციელდა.