თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სირიის პროვინცია იდლიბზე ავიაიერიშების შეწყვეტას ითხოვს
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სირიის პროვინცია იდლიბზე ავიაიერიშების შეწყვეტას ითხოვს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სირიის პროვინცია იდლიბზე ავიაიერიშების შეწყვეტას ითხოვს. უწყების ხელმძღვანელი ხულუსი აკარი აცხადებს, რომ ანკარა მხარს სტაბილურობას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უჭერს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ავიაიერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაგრძელებას. ჩვენ იდლიბში სამშვიდობო ზავის გაგრძელებას ვითხოვთ“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

იდლიბი სირიელი მეამბოხეების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. სირია და რუსეთი ამტკიცებენ, რომ ამ რეგიონს თავს ტერორისტები აფარებენ, რომელთა განადგურებაც აუცილებელია. სირიისა და რუსეთის ავიაციამ იდლიბზე რამდენიმე ავიაიერიში უკვე მიიტანეს.

მანამდე გაერო-მ მოუწოდა მოსკოვსა და დამასკოს, ხელი აიღონ იდლიბზე შეტევის განხორციელებაზე, რადგან ამას შესაძლოა, „ჰუმანიტარული კატასტროფა“ მოჰყვეს. მათივე ცნობით, ავიაიერიშების განახლების შემდეგ რეგიონი უკვე დატოვა 30 000-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ.