თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი ბოლომდე გვერდით დაუდეგბა მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მშობლიური მიწის გათავისუფლებისთვის სამართლიან ბრძოლაში
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი ბოლომდე გვერდით დაუდეგბა მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მშობლიური მიწის გათავისუფლებისთვის სამართლიან ბრძოლაში

თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოწოდებები გულწრფელი და დამაჯერებელი არაა.

ჰულუსი აკარი ამ განცხადებით მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მოწოდებებს გამოეხმაურა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვენ.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები მათგან, ვინც აზერბაიჯანს წლების განმავლობაში არ სთავაზობდა სამართლიან გამოსავალს, განსაკუთრებულად გუწრფელი და დამაჯერებელი არაა“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

აკარის თქმით, „თურქეთი ბოლომდე გვერდით დაუდეგბა მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მშობლიური მიწის გათავისუფლებისთვის სამართლიან ბრძოლაში“.

შეგახსენებთ, მთაინი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამასთან, სომხეთში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანს სამხედრო და ლიჯისტიკურ მხარდაჭერას თურქეთი უწევს.