თურქეთის თავდაცვის მინისტრი - სომხეთის მიერ დაპირებების შესრულება, ზანგეზურის დერეფნის გახსნა და მოლაპარაკებების გაგრძელება სტაბილურობის დამყარების ერთადერთი გზაა
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - სომხეთის მიერ დაპირებების შესრულება, ზანგეზურის დერეფნის გახსნა და მოლაპარაკებების გაგრძელება სტაბილურობის დამყარების ერთადერთი გზაა

სომხეთის მიერ დაპირებების შესრულება, განსაკუთრებით ზანგეზურის დერეფნის გახსნა და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების გაგრძელება სტაბილურობის დამყარების ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, 44-დღიანი ომის შემდეგ ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს აზერბაიჯანი მკაცრად იცავს, სომხეთი კი აუცილებელ პირობებს არ ასრულებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოლაპარაკებებს, მხარეები ესპანეთში უახლოეს დღეებში შეხვდებიან. ჩვენ, როგორც ყოველთვის, გვერდში ვუდგავართ ჩვენს ძმას, აზერბაიჯანს, „ორი სახელმწიფო – ერთი ერის“ გაგებით“, – განაცხადა იაშარ გიულერმა.