თურქეთის თავდაცვის მინისტრი - დანაღმული ტერიტორიების თაობაზე სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გადასაცემ რუკებზე მუშაობა მიმდინარეობს
დანაღმული ტერიტორიების თაობაზე სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის გადასაცემ რუკებზე მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.
„ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რეგიონში მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის აუცილებელია, რომ ყველა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. თურქული მხარე აყენებს ღია, კონტრუქციულ და ლოგიკურ წინადადებებს“, – აღნიშნა აქარმა.
მისივე თქმით, ოფიციალური ანკარა ხედავს გარკვეულ სიგნალს და მათი მხრიდან არის მოლოდინი, რომ რეგიონი მშვიდობასა და კომფორტს გამოძებნის.