თურქეთის შსს - აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაციის წინააღმდეგ პროტესტის გამო, 786 ადამიანია დაკავებული
თურქეთის შსს - აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაციის წინააღმდეგ პროტესტის გამო, 786 ადამიანია დაკავებული

თურქეთში აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაციის წინააღმდეგ პროტესტის გამო, 786 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ოპერაცია “ზეთისხილის რტოს“ დაწყებიდან გაიმართა ოპერაციის წინააღმდეგ მიმართული 85 აქცია, სოციალურ ქსელებში პროპაგანდისთვის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულია 786 ადამიანი“, – განაცხადეს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თურქეთის ხელისუფლებამ ქურთების წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო.