თურქეთის შს მინისტრი - თურქეთში მედია დასავლეთზე იყო ორიენტირებული, თუ ამერიკის ელჩები რაიმეს იტყოდნენ, მთავარი თემა ხდებოდა, ახლა კი, აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს თურქეთი ყურადღებას არ აქცევს
თურქეთის შს მინისტრი - თურქეთში მედია დასავლეთზე იყო ორიენტირებული, თუ ამერიკის ელჩები რაიმეს იტყოდნენ, მთავარი თემა ხდებოდა, ახლა კი, აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს თურქეთი ყურადღებას არ აქცევს

თურქეთში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ამჟამად აღმასრულებელ ხელისუფლებაშია და პროდასავლურია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იყო დრო, როდესაც თურქეთში მედია დასავლეთისკენ იყო ორიენტირებული და თუკი ამერიკის ელჩები რაიმეს იტყოდნენ, მთავარი თემა ხდებოდა, ახლა კი, თუ აშშ-ის პრეზიდენტი რამეს ამბობს, თურქეთი მას ყურადღებას არ აქცევს.

სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 1960 წელს შემოღებული დასავლური მეურვეობის ლიკვიდაცია განახორციელა.

თურქეთის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ქვეყნის საზღვრებთან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის საფრთხეზეც გაამახვილა.

„მე ვიყავი ჰატაიში, ვაჩვენეთ, რა მნიშვნელოვანი იყო ჰატაი მიწისძვრის დროს. რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ახლა ამ რეგიონში ტერორისტული სახელმწიფოს არსებობა? აქ რომ აშშ-ის მიმართ ნდობა გვქონოდა, ავღანეთივით გავხდებოდით. ისინი ცდილობენ, თურქეთი იმავე პარადოქსში ჩააყენონ; ერთი ტიპის კულტურა, ერთი ტიპის სახელმწიფო“, – თქვა სულეიმან სოილუმ.