თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - აშშ კარგავს ნდობას და მთელ მსოფლიოს სძულს ამერიკა, ევროპა კი აშშ-ის პაიკია
აშშ კარგავს ნდობას და მთელ მსოფლიოს სძულს ამერიკა, ევროპა კი აშშ-ის პაიკია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ თოფქაფის სოციალურ საწარმოში ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე არის კულტურული ტერორიზმი, რომელიც მიზნად ისახავს რწმენის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების განადგურებას.
„არ არსებობს ისეთი რამ, როგორც ევროპა. არ ინერვიულოთ ამაზე. ევროპა არის მატარებელი ამერიკის კოლონაში. ევროპელი ლიდერების მუდმივი დისკრედიტაცია ხდება, მოსახლეობა ბერდება, მათ ჰქონდათ სირთულეები ეკონომიკურ წარმოებაში და სირთულეები ისევ ექნებათ“, – განაცხადა სულეიმან სოილუმ.