თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკოსმოსურ კომპანიაზე თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკოსმოსურ კომპანიაზე თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას

თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

იერლიკაიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.

„დაღუპულთა ვინაობასა და სხვა მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ, როგორც კი დადასტურდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ორი თავდამსმხელი განეიტრალებულია. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო კომპანია აწარმოებს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, ასევე დრონებს.