თურქეთის სასამართლომ გერმანელ ჟურნალისტს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა
თურქეთში გასამართლებულ გერმანელ ჟურნალისტს სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა
გერმანელ ჟურნალისტს, მესალე ტოლუს თურქეთის სასამართლომ ქვეყნის დატოვების ნებართვა მისცა. მას ამ დრომდე თურქეთის ტერიტორიიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა.
მესალე ტოლუ სტამბოლში 15 თვის წინ დააკავეს. მას „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირსა და ტერორიზმის პროპაგანდაში დასდეს ბრალი. ბრალდებას ულტრა-მემარცხენე კომუნისტურ დაჯგუფებასთან კავშირიც დაემატა.
მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, მესალე ტოლუ 2017 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, თუმცა ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. მან პატიმრობაში 8 თვე გაატარა.