თურქეთის სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
თურქეთის სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

თურქეთის სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები, რომლებსაც გასული წლის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, კიდევ ორი თვით დარჩებიან ციხეში, სანამ სასამართლო მათ შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს,

გაზეთის მთავარი რედაქტორი მურატ საბუნჯუ, მისი თანაშემწე აკინ ატალაი, კორესპონდენტი აჰმეტ შილკი და ბუღალტერი ემრე იპერი სასამართლო მოსმენის გაგრძელებამდე დარჩებიან პატიმრობაში, რომელიც 9 მარტსაა ჩანიშნული. მათი უმრავლესობა უკვე 14 თვეა ციხეში იმყოფება.

პროკურატურა გაზეთის თანამშრომლებს თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მოკავშირეობას ედავება, რომელიც გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევა. „ჯუმჰურიეთის“ თანამშრომლები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკის ჩახშობას ემსახურება.