თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო „რესპუბლიკის ალიანსს“ ხმების 49.31 პროცენტი აქვს, ოპოზიციურ „ეროვნულ ალიანსს“ კი, 35.19 პროცენტი
თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო „რესპუბლიკის ალიანსს“ ხმების 49.31 პროცენტი აქვს, ოპოზიციურ „ეროვნულ ალიანსს“ კი – 35.19 პროცენტი.
სახელისუფლო ალიანსში შედიან: მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“, „კეთილდღეობის პარტია“ და „დიდი ერთიანობის პარტია“.
ოპოზიციური საარჩევნო ალიანსი შემდეგი პარტიებისგან ჩამოყალიბდა: „სახალხო რესპუბლიკური პარტია“, „კარგი პარტია“, „დემოკრატიული პარტია“, „ბედნიერების პარტია“, „დემოკრატიისა და პროგრესის პარტია“ და „მომავლის პარტია“.
მმართველ „სამართლიანობის და განვითარების პარტიას“ ამომრჩევლების 35.42 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ კი 25.40-მა პროცენტმა.
რაც შეეხება რეგიონებს, არსებული მონაცემებით, მმართველი პარტიის საარჩევნო ალიანსმა გაიმარჯვა ანკარისა და სტამბოლის რეგიონებში, თუმცა 50 პროცენტის მიღება ვერცერთ რეგიონში ვერ შეძლო. მმართველი პარტიის ალიანსმა არჩევნები წააგო ხმელთაშუაზღვისპირეთის თურქული რეგიონების უმრავლესობაში, გარდა ადანას და ჰათაის რეგიონებისა. მმართველი პარტიის საარჩევნო ალიანსმა არჩევნები ასევე წააგო აღმოსავლეთ თურქეთში, ძირითადად ქურთებით დასახლებულ თურქეთის ათ რეგიონში.