თურქეთის სანაპიროსთან 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის სანაპიროსთან 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სანაპიროსთან 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ბიძგები ადგილობრივი დროით 20:12 საათზე დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, ეპიცენტრი თურქეთის კურორტ მარმარისიდან 23 კილომეტრის, ხოლო საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან 45 კილომეტრის დაშორებით იყო. ნგრევასა და დაშავებულებზე ცნობები არ გავრცელებულა.