თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტები გაათავისუფლა
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტები გაათავისუფლა

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური გაზეთ „ზამანის“ ჟურნალისტები გაათავისუფლა. შაჰინ ალპაისა და მეჰმეთ ალთანის ფინანსური სახსრების ბოროტად გამოყენებასა და შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად.

სტამბოლის პროკურატურა მათთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წელს დაკავებული მედია წარმომადგენლების უფლებები დაირღვა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში ასობით ადამიანი დააპატიმრეს.