თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთის გარეშე ევროკავშირი გლობალური მოთამაშე ვერ იქნება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთის გარეშე ევროკავშირი გლობალური მოთამაშე ვერ იქნება. ფიდანის განმარტებით, ევროკავშირი არ უნდა იქცეს კონკრეტული ქვეყნების ინტერესების მძევლად.
თურქი დიპოლომატი მოუწოდებს ბრიუსელს, გამოიჩინოს საჭირო ნება და იმოქმედოს უფრო თამამად ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გასავითარებლად.
ამასთან, როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, ანკარას აქვს ძლიერი პოლიტიკური ნება, რათა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით იმოძრაოს.