თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინასა და ღაზაში შეიარაღებული კონფლიქტების გაგრძელება გლობალური ომისა და მასობრივის განადგურების იარაღის გამოყენების რისკებს აჩენს
უკრაინასა და ღაზაში შეიარაღებული კონფლიქტების გაგრძელება რეგიონული და გლობალური ომის და მასობრივის განადგურების იარაღის გამოყენების რისკებს აჩენს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფიდანმა დაადასტურა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და უარყო რუსეთის მიერ მისი ოკუპაცია.
„თუმცა ეს ომი რუსეთისა და უკრაინის მიღმა იზრდება. ცხელი ომი, არ შეიძლება, გავრცელდეს სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ გლობალური რისკები იზრდება. მსოფლიოში უფრო ღრმა განხეთქილებაა. რუსეთი საკუთარ ალიანსს აშენებს და ამ ომის გამო დასავლური ალიანსი ახალ ფორმას იღებს. ორწელიწადნახევარიანი ომის შემდეგ მხარეებს შორის ფრეა. ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება სასარგებლო იქნება“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი ასევე ითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ისრაელის აგრესია პალესტინელების წინააღმდეგ ღაზაში.
„ისრაელის ეთნიკური წმენდა ღაზაში გრძელდება. ისრაელი ყოველდღე ჩადის ახალ სამხედრო დანაშაულს. თურქეთი არასოდეს გაჩუმდება ისრაელის ძალისხმევის წინააღმდეგ პალესტინის მიწების ოკუპაციისა და მოპარვის კუთხით. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა დიპლომატიურ საშუალებას ყველა პლატფორმაზე“, – აღნიშნა ჰაქან ფიდანმა.