თურქეთის პრემიერ-მინისტრი - თუ სომხეთი მტრულ პოზიციას შეცვლის, ჩვენ დეტალებს განვიხილავთ და შესაბამისად ვუპასუხებთ
„თუ სომხეთი თავს დაანებებს წლების განმავლობაში არსებულ მტრულ მიდგომას თურქეთის მიმართ, შეწყვეტს მუქარას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების მიმართ, თუსურს ახალი გვერდიდან დაწყება, ჩვენ ამ სურვილს განვიხილავთ და საპასუხო ნაბიჯს გადავდგამთ“, – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარას მეგობრების რაოდენობის გაზრდა და მტრების შემცირება სურს.
თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. სომხეთი თურქეთს ეთნიკური ნიშნით გენოციდში ადანაშაულებს. თურქეთში გენოციდის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ტრაგიკულმა მოვლენებმა ორივე მხარე დააზარალა.