ბინალი ილდირიმი - სირიაში თურქმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს
ბინალი ილდირიმი - სირიაში თურქმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს

სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მიმდინარეობისას თურქმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს, – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი არ დაუშვებს ტერორისტული საფრთხის არსებობას 1350 კილომეტრის მანძილზე სირიისა და ერაყის სასაზღვრო რაიონებში, ასევე მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებზე.

ილდირიმმა აშშ-ის მიერ ქურთების დახმარება გააკრიტიკა.

„სასაცილოა ღიად ეხმარებოდე შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ნატო-ს წევრი ქვეყნის საზღვრებს. ჩვენ ნატო-ს წევრები ვართ და მისი საზღვრები უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.