თურქეთის პრემიერ-მინისტრი - არჩევნების შემდეგ ჩემს სავარძელს აუქციონზე გავყიდი
თურქეთის პრემიერ-მინისტრი - არჩევნების შემდეგ ჩემს სავარძელს აუქციონზე გავყიდი

თურქეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა, არჩევნების შემდეგ სავარძელი აქუციონზე გაყიდოს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის მთავრობის მეთაურმა იზმირში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გააკეთა.

შეგახსენებთ, არჩევნების შემდეგ თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა და შესაბამისად, პრემიერ- მინისტრის თანამდებობა გაუქმდება.

„იმედი მაქვს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. საპრეზიდენტო მმართველობა თურქეთს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამტკიცებაში დაეხმარება. რაც შეეხება ჩემს სავარძელს, მზად ვარ ის აუქციონზე გავყიდო“, – განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

ილდირიმის გარდა საკუთარი არჩევენი უკვე დააფიქსირეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. ხმა მისცეს ოპოზიციონერმა კანდიდატებმა მუჰარემ ინჯემ და მერალ აკშენერმა.

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გახსნა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდება ცნობილი. წინასწარ მონაცემებს კომისია დღის ბოლომდე გაასაჯაროებს.