თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს სომხეთს, თავი შეიკავოს ახალი პროვოკაციებისგან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს სომხეთს, თავი შეიკავოს ახალი პროვოკაციებისგან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს სომხეთს, თავი შეიკავოს ახალი პროვოკაციებისგან. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი მხარს უჭერს „აზერბაიჯანის მიწების გათავისუფლებას“.

„მაშინ, როდესაც საოკუპაციო ბარიერი, რომელიც ყარაბაღში მშვიდობას უშლიდა ხელს, ინგრეოდა, თურქეთი სიმართლისა და სამართლიანობის მხარეზე იდგა. ჩვენ კითხვის ქვეშ დავაყენეთ ტერმინი „გაყინული კონფლიქტი“. ჩვენ გავახსენეთ ყველას, რომ ყინულის დნობა ნიშნავს კონფლიქტის განახლებას ნებისმიერ მომენტში. როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ მხარი დავუჭირეთ აზერბაიჯანს მათი მიწების შენარჩუნებაში“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქმა დიპლომატმა ასევე თქვა, რომ ანკარა მხარს უჭერს რეგიონულ მშვიდობას.

„ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონულ მშვიდობაზე და არა ოკუპირებულ მიწებზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე და კონფლიქტზე, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გაღვივდეს. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სომხეთს, არ ჩაერთოს ახალ პროვოკაციებში“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.