თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანში მიემგზავრება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანში მიემგზავრება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა იქნება.