თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს აზერბაიჯანში ჩავა, სადაც აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. ფიდანი ბაქოში ერაყიდან ჩადის.
ფიდანი ბაქოში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ბოლოს გასული წლის მიწურულს იყო ჩასული.