თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთი ეგვიპტისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებას დათანხმდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთი ეგვიპტისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებას დათანხმდა

თურქეთი ეგვიპტისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებას დათანხმდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების ფონზე, თურქეთი ეგვიპტეს უპილოტო საფრენ აპარატებს მიაწოდებს.

„ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაცია მნიშვნელოვანია ეგვიპტისთვის გარკვეული ტექნოლოგიების არსებობისთვის. ჩვენ გვაქვს შეთანხმება უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და სხვა ტექნოლოგიების მიწოდებაზე“, – განაცხადა ფიდანმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეგვიპტეში 14 თებერვალს გაემგზავრება, სადაც ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდება.

მისივე თქმით, ლიდერები განიხილავენ ორმხრივ რეგიონულ საკითხებს, მათ შორის ვაჭრობას, ენერგეტიკასა და უსაფრთხოებას.