თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ომის მაღალი ალბათობა არსებობს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ომის მაღალი ალბათობა არსებობს

ირანს და ისრაელს შორის ომის მაღალი ალბათობა არსებობს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანის თქმით, თურქეთი და რეგიონი მზად უნდა იყვნენ ისრაელსა და ირანს შორის პოტენციური ომისთვის.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანკარა მხარს არ უჭერს არავითარ კონფლიქტს ირანთან, რომელიც შეიძლება ომში გადაიზარდოს.

ფიდანის განცხადებით, თეირანს აქვს უფლება, დაიცვას თავი.

„ისრაელსა და ირანს შორის ომი დიდ შესაძლებლობად უნდა განიხილებოდეს. მიმაჩნია, რომ რეგიონის სახელმწიფოების მიერ ამის მაღალ შესაძლებლობად შეფასება იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რადგან ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ასეთი სცენარისთვის, როგორც ქვეყანა, ასევე როგორც რეგიონი. ეს გავრცელება, რა თქმა უნდა, არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. ომის გავრცელება რეგიონში და არასტაბილურობის ზონების გამოწვევა არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ირანი გამოიყენებს ლეგიტიმური თავდაცვის უფლებას, ეს, რა თქმა უნდა, მისი უფლებაა“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.