თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი აპრილში გაიმართება
თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი აპრილში გაიმართება

სტამბოლში აპრილის დასაწყისში თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, როგორც თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგეგმილი სამმხრივი სამიტის შესახებ სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს აცნობა.

სამმხრივი სამიტი რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერმა 2017 წლის 22 ნოემბერს სოჭში გამართეს, რა დროსაც, ვლადიმერ პუტინმა, ჰასან როუჰანიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე ისაუბრეს.