თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით, 71 პირი დააკავა
თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით, 71 პირი დააკავა

თურქეთის პროკურატურამ 71 ეჭვმიტანილის დაკავების ბრძანება გასცა. ისინი 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 61 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.

რეიდი ქვეყნის 23 პროვინციაში მიმდინარეობს. დაკავებულებს მთავრობა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, 206 წლის 15 ივლისის ღამეს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაახშეს. დაიღუპა 250 ადამიანი ორი ათასზე მეტი კი, დაშავდა.